Wednesday, December 17, 2008

"მეორე მსოფლიო ომი"

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობაში.
აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს.საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით,ხოლო აზიაში --1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია,იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ.მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნე:საფრანგეთი,დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესბუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო:აზია,წყნარი ოკიანის აუზი,ევროპა და ჩრდილოეთი აფრიკა.საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში(არქტიკა)ალიასკასა და გრელანდიაზე,ახლო აღმოსავლეთში-ერაყსა და ირანში,აღმოსავლეთ აფრიკაში-ეთიაოპიასა და სომალში,აგრეათვე სამხრეთ ამერიკაში(სურინამის დაპყრობა),ტიბეტში(ტოლსტო-დოლანის მისია)და ანტრაქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი)
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე,მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდიოლოგიზმი,რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

"ომის მიზნები"
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დაპყრობლური ომი აღმოსავლეთში"საარსებო გარემოს"(გერმ."lebensraum") მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენგნენ:
1.კავშირი იტალიასა და იაპონიასთან;
2.ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტანე.წ."ებრაულ მსოფლიო
შეთქმულების"წინააღმდეგ:
3.ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში "საარსებო გარემოს" მოპოვებისათვის
და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება. გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება"წერდა ჰიტლერი თავის წიგნში "მაიკ კამპფი."
დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადსხვა ოლქებად რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ.აქედან ბელორუსები,უკრაინელები და ბალტიისპირეთის ხალხები"საარსებოდ ვარგისად",ხოლო რუსები "დაბალ რასად" იქნენ შეფასებულინი.დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით,ე.წ"შეიარაღებული გლეხებით"(გერმ.Wehrbauern").ნაცისტური ელიტის განზრახვით აღმოსავლეთ ევროპის ხალხები,,მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ.უნდა დარჩენილიყვნენ"გაუნათლებლები,მორჩილნი და გამრჯე"და ემუშავათ გერმანიისათვის.
1993 წლამდე ეს იდიები სერიოზულად არავის მიუღია,თუმცა ჰიტლერის სხვა არაფერი იყო თუ არა ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება.1936 წლის აგვისტოში მიღებული"ოთხწლიანი გეგმა" ითვალისწინებდა გერმანიის არმიის და ეკონომიკის საბრძოლო ვითარებისა.1 1941-1942 წ.წ.-გერმანიისათვის პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არახელსაყრელი ვარიანტი.